კომპანია Honda-მ პერსპექტიული ელექტროქარები წარადგინა. ყველა მოდელის პრემიერა გამოფენა Japan Mobility Show 2023-ზე შედგება, ეს გამოფენა კი ოქტომბრის ბოლოს უნდა გაიხსნას. მსოფლიო პრემიერისთვის ემზადება სპორტქარი Specialty Sports Concept, ჰეტჩბეკი Sustaina-C, სითი-ქარი CI-MEV, ასევე ორი სკუტერი — კეცვადი Pocket Concept და უახლესი ელემენტით აღჭურვილი SC e: Concept.
პოპულარული გამოფენა 26 ოქტომბერს დაიწყება და Honda-ს მთავარი ექსპოზიცია შეზღუდული რესურსების პრობლემის თემას მიეძღვნება.