LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Hyundai Crater – ახალი კროსოვერი, რომელიც Wrangler-ს, Bronco-ს და Rivian-ს გაუწევს კონკურენციას

104
003-2026-hyundai-xrt-crater-conc

Hyundai-მ ყველაზე აგრესიული, ყველაზე ავანტიურისტული კონცეპტი წარადგინა. Crater – ეს უკვე უბრალოდ „მკაცრი ვიზუალი“ არ არის, Hyundai აშკარად მზადაა რეალური ოფროუდ ბრძოლისთვის.

Crater არის Hyundai-ს ახალი Art of Steel დიზაინის დემონსტრაცია – მკვეთრი კიდეები, ღრმა შტამპი, პანელების გადაჭიმული ფორმები და საომარი იერი.

სხეული თითქმის მხოლოდ მკვეთრი ხაზებისგან შედგება – თითქოს Ioniq 5-ის კიდევ უფრო „კუთხოვანი ევოლუცია“ იყოს.

Pixel-განათება არა მარტო ფარებშია, არამედ სახურავის სანათებში და გვერდით კამერებში, რომლებიც კონცეპტის ვერსიაში მუშაობენ.

საბურავები: 35 ინჩიანი მონსტრები.
ზომებით კი მანქანა კომპაქტია – Ioniq 5-ის სიგრძეზეა, მაგრამ აგრესიული პროპორციების გამო ბევრად უფრო გიგანტურად ჩანს.
Hyundai-მ კონცეპტს საკუთარი „სლოგანი“ მოუფიქრა – ბრენდის ახალი თავგადასავლის იდენტობის ნაწილი.
სალონი – რაციონალური, მაგრამ თანამედროვე
საშალო კონცეპტებისგან განსხვავებით, Crater-ს არ აქვს დიდი ეკრანი.
Crater-ს შეუძლია საკუთარ ელექტრო ძრავებზე გადაადგილება, თუმცა Hyundai არაფერს ამბობს სერიული ვერსიის აგრეგატზე.
შესაბამისად, ის შეიძლება იყოს:
სრულად ელექტრო
ჰიბრიდი
ან თუნდაც კომპაქტური შიდა წვის ძრავა.

Hyundai უბრალოდ უყურებს ინდუსტრიის ცვლილებებს და ჯერ არაფერს აკონკრეტებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები