კომპანია Hyundai-მ ლას-ვეგასის გამოფენაზე ორი უპილოტო მოდელი M.Vision TO და M.Vision HI წარადგინა. ორივე სიახლე მომავლის ტექნოლოგიების საუკეთესო დემონსტრირებაა. მომავლის ქალაქებში ასეთი უპილოტოები მასობრივ მოვლენად გადაიქცევა და შესაძლოა კერძო ტრანსპორტიც ჩაანაცვლოს.
ელექტრონულ „ყუთებს“ (მანქანებს ყუთების ფორმა აქვთ) გადაზიდვის სერვისებშიც შეუძლიათ მუშაობა.
მოდელს მძღოლი არ სჭირდება, ამიტომ მთელი მისი შიდა სივრცე მგზავრებს ეკუთვნით. უპილოტოში ყველა საჭირო ტექნოლოგია იქნება თავმოყრილი და მგზავრებს პანელზე თითის დაჭერაც არ მოუწევთ, მთელი მართვა გამოხედვის კონტროლის სისტემაზე იქნება დამოკიდებული.
ორივე უპილოტო რადარებით და კამერებითაა აღჭურვილი.

