თიკა ჯამბურია სოციალურ ქსელში 10 წლის წინ გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს და ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
მომღერალი აღნიშნავს, რომ საკუთარი თავი მაშინაც მოსწონდა და დღესაც.
„2016 წელი. ადრე, უფროსები 10 წლის წინანდელ ისტორიებს , რომ ჰყვებოდნენ ძალიან მიკვირდა და მეუცნაურებოდა. მეგონა, რომ 10 წლის წინანდელ ისტორიებს თუ გავიხსენებდი, ესე იგი ძალიან დიდი ვიყავი უკვე. მაგრამ თითქოს ამ მოგონებებიდან, ძალიან ცოტა დრო გავიდა, მაგრამ თან იმდენი რამე მოხდა. იმდენი რამე შეიცვალა და ისე გავიზარდე.
მომწონს ჩემი თავი მაშინაც და ახლაც, მომწონს ჩემი ლამაზი და ბედნიერი ცხოვრება. მიყვარს ჩემი მეგობრები, რომლებიც სულ ჩემს გვერდით არიან. ნინა რომელიც ძალიან გაიზარდა და უკვე დიდი გოგოა და მომწონს ის ფაქტი , რომ თმის ფერს ესე ისტერიულად აღარ ვიცვლი“, – წერს თიკა ჯამბურია.
„მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, ალბათ ყველაზე რთული წელი მქონდა“ – თიკა ჯამბურია
