LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ჯადოსნური სახლი, ფილმიდან „სანამ შენ გეძინა“, დღესაც ზუსტად ისეთია, როგორც 26 წლის წინ

305
sandra201230

1995 წელს ეკრანებზე გამოსულმა მელოდრამამ „სანამ შენ გეძინა“ გამოსვლისთანავე მოხიბლა ყველა. ფილმმა, რომელსაც ყოველ ახალ წელს სიამოვნებით ვუყურებთ, წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. სიუეჟეტის ცენტრში მეტროში მომუშავე ახალგაზრდა გოგონაა, რომელასაც სანდრა ბალოკი ასრულებს. ბალოკმა უცნობ მამაკაცზე შეყვარებული გოგონას განუმეორებლი სახე შექმნა. გარდა ამისა, ფილმი საშობაო ატმოსფეროთი, ულამაზესი სახლებითა და რომანტიკული მომენტებით დაგვამახსოვრდა. ერთ-ერთი საუკეთესო სახლი კალაჰანების ოჯახის საკუთრებაა, სადაც ფილმის მთავარი მოვლენები ვითარდება. სახლში, სადაც ლუსი ღამე ათევს და ხვდება ჯეკს, სიყვარულის მთავარი ისტორია იწყება. ეს ჯადოსნური, თოვლით დაფარული სახლი ილიანოისის შტატში, ლა-გრანჟის რაიონში მდებარეობს და ის 837 ათას დოლარადაა შეფასებული. პირველად ეს სახლი გასაყიდად 2018 წელს გამოიტანეს.

სახლი არქიტექტორმა ჯონ ტირლტონმა 1989 წელს დააპროექტა და განსაკუთრებუილად ლამაზია მისი ექსტერიერი. თოვლით დაფარული სახლი მთლიანად ხისგანაა აშენებული და აქ ყველა ოთახი განსაკუთრებულია. როგორც მისაღები ოთახი, ასევე საძინებლები და ბიბლიოთეკა. სახლს აქვს უალამაზესი მანსარდა, აქ დგას ძველი ანტიკვარული ავეჯის კოლექცია. ფილმის გადაღებებიდან 26 წელი გავიდა და კალაჰანების ჯადოსნური სახლი ფილმიდან „სანამ შენ გეძინა“ დღესაც ზუსტად ისეთია, როგორც 26 წლის წინ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g