ვარსკვლავური წყვილის, ჯასტინ ბიბერისა და ჰეილი ბოლდუინის ზღაპრული არდადეგები იუტაში გრძელდება. გასულ თვეს, მათ ფოტოები გაავრცელეს, თუ როგორ ატარებენ დროს ველურ პირობებში.
ფოტო: ჯასტინ ბიბერისა და ჰეილი ბოლდუინის დაუვიწყარი მოგზაურობა იუტაში
26 წლის ჯასტინ ბიბერმა ჭრელი საცურაო კოსტიუმი მოირგო, 23 წლის ჰეილიმ კი არჩევანი ღია სალათისფერ ბიკინიზე შეაჩერა
ახლა წყვილმა მორიგი ფოტოების სერია გაუზიარა თავიანთ გამომწერებს. 26 წლის ჯასტინი და 23 წლის ჰეილი დროს შესანიშნავად ატარებენ, მათ გადაწყვიტეს მთელი ამერიკა მოინახულონ.
„ჯერ კიდევ ვერ დამიჯერებია, რომ შენ მე ამირჩიე“, – ასე დაასათაურა ერთ-ერთი ფოტო ჯასტინმა.
შეგახსენებთ, წყვილი 2018 წლის ივლისში დაინიშნა, მუსიკოსმა გოგონას ხელი ბაჰამის კუნძულებზე სთხოვა. წყვილმა გრანდიოზული ქორწილი 2019 წლის 30 სექტემბერს გადაიხადა.