დიქსი დ‘ამელიომ ,,ინსტაგრამზე” ჰეილი ბოლდუინთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ჯასტინ ბიბერის მეუღლე 19 წლის ინტერნეტ-სელებრითის Youtube არხს, ამ უკანასკნელის თოქ-შოუში მონაწილეობისთვის სტუმრობდა.
გადაცემის ახალი ეპიზოდის ჩაწერაზე, 24 წლის მოდელი ქართველი დიზაინერის სამოსით მივიდა. მას ანუკი არეშიძის ბრენდის – ,ANOUKI,” 2021 წლის პრე-საშემოდგომო კოლექციიდან, შავი ტყავის შარვალ-კოსტიუმი ეცვა. ლუქი, რომელიც ახალგაზრდა ლამაზმანმა მოირგო, 3310 ლარი ღირს.