კარდაშიანების დიდი ოჯახის უმცროსი წევრი, 22 წლის კაილი ჯენერი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიონერია. ამჯერად რეალითი-შოუს ვარკვლავმა „ვოგის“ ახალი ნომრისთვის იპოზიორა და ფოტოები სოციალურ ქსელში წარდგინა. ფოტოები კარანტინის დროს, სახლშია გადაღებული. ჯენერმა თმის ფერი და ვარცხნილობა შეიცვალა და ახალი იმიჯით წარსდგა გულშემატკივრების წინაშე.
ახალ ფოტოებზე, რომელიც „ვოგის“ ახალ ნომერში დაიბეჭდება, კაილი ჯენერი „ბალმეინის“ ლურჯი ფერის სექსუალურ ტოპში პოზირებს. ანსამბლს მოსასხამი ამშვენებს.