6 წლიანი ქორწინების შემდეგ, კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი ერთმანეთს ოფიციალურად დაშორდნენ. დასავლური მედია წერდა, რომ თითქოს წყვილი მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებდა, თუმცა როგორც ჩანს, საქმე სხვაგვარადაა. ახლახანს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ისინი ერთმანეთს საერთოდ არ ესაუბრებიან. რეპერმა მეუღლესთან პირდაპირი კავშირი ჯერ კიდევ მანამდე გაწყვიტა, სანამ კიმი განქორწინების შესახებ განცხადებით სასამართლოს მიმართავდა.
ფოტო: თავისუფალი და ბედნიერი – კიმ კარდაშიანი კანიე უესტთან განქორწინების შემდეგ წვეულებაზე პირველად გამოჩნდა
„კანიემ ტელეფონის ნომრები შეცვალა და კიმს უთხრა, რომ თუკი მას საქმე ექნებოდა, მის უსაფრთხოების სამსახურისთვის ეცნობებინა. მიუხედავად ამისა კანიე შვილების აღზრდაში აქტიურადაა ჩართული. ის ბავშვების სანახავად მაშინ მიდის, როდესაც კიმი სახლში არ იმყოფება“, – აცხადებს ინსაიდერი.
თუ რა გახდა ვარსკვლავური წყვილის განქორწინების მიზეზი ჯერჯერობით უცობია. ინტრნეტსივრცეში არაერთი ვერსია ვრცელდება. ზოგი ფიქრობს, რომ საქმე კანიესა და ტრანსგენდერ, ჯეფრი სტარის რომანია, ზოგი კი ფიქრობს, რომ კიმი უბრალოდ კანიეს აბსურდული იდეებისგან დაიღალა.