LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: თავისუფალი და ბედნიერი – კიმ კარდაშიანი კანიე უესტთან განქორწინების შემდეგ წვეულებაზე პირველად გამოჩნდა

140
39730190-0-image-a-21-1614200839859

6 წლიანი ქორწინების შემდეგ, კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი  ერთმანეთს დაშორდნენ. რეალითი შოუს ვარსკვლავმა განქორწინების შესახებ განცხადებით სასამართლოს უკვე მიმართა. დასავლური მედიის ცნობით, წყვილი შვილების ერთობლივ მეურვეობაზე უკვე შეთანხმდა და საქორწინო კონტრაქტის გასაჩივრებას არც ერთი მხარე  არ გეგმავს.

სულ ცოტა ხნის წინ, 40 წლის კიმი განქორწინების შემდეგ საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდა. ის „ბევერლი-ჰილზში“ მდებარე ღამის კლუბს ესტუმრა. წვეულებაზე ის საკმაოდ ლაღად და ხალისიანად გამოიყურებოდა. ვარსკვლავს სალათისფერი, სხეულზე მომდგარი კაბა ეცვა.

შეგახსენებთ, კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი 2014 წელს დაქორწინდნენ. წყვილი 4 მცირეწლოვან შვილს ზრდის. აღსანიშნავია, რომ კიმისთვის ეს მესამე ქორწინებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები