ნათია თოდუა ბათუმში ოჯახთან ერთად ისვენებს.
მომღერალი სოციალურ ქსელში ახალ ოჯახურ, თბილ ფოტოებს გვიზიარებს.
„ჩემი ანგელოზები”, – წერს ნათიას მეუღლე, დავით ზურაბაშვილი კომენტარებში.
შეგახსენებთ, მომღერალი გასული წლის შემოდგომაზე დაოჯახდა. მისი რჩეული დავით ზურაბაშვილია. წყვილმა ჯვარი ბოდბეში დაიწერა. საღამოს არაერთი ცნობილი სახე, მათ შორის, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა.
ნათია თოდუას და მის მეუღლეს ცოტა ხნის წინ ბიჭი შეეძინათ, რომელსაც სახელად ჰუგო დაარქვეს.
ვიდეო: ნათია თოდუამ ქორწილში მეუღლესთან ერთად იმღერა – ულამაზესი კადრები