ქართული ნაციონალური ანსამბლი „სუხიშვილები“ ევროპული ტურნეს ფარგლებში კონცერტებს სხვადასხვა ქვეყანაში მართავს. ამჯერად ანსამბლი „სუხიშვილები“ იტალიაში იმყოფება.
ნინო და ილიკო სუხიშვილები ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლეს ნიცა თავაძეს შეხვდნენ, რომელმაც ნინოს და ილიკოს „ნაპოლის“ საფეხბურთო გუნდის მაისური აჩუქა. მაისურს ხვიჩა კვარაცხელიას ხელმოწერა აქვს.
ხატია ეკიზაშვილი ფოტოს სოციალურ ქსელში გვიზიარებს.