გამოცემა „დეილი მეილი“ დედოფალ ელისაბეთის ახალ ფოტოებს ავრცელებს. ფოტოგრაფებმა დედოფალი უინძორის სასახლის მიმდებარედ გადაიღეს, როცა ის მანქანას მართავდა. ის, რომ დედოფალი კარგად მართავს ავტომობილს, ყველამ იცის, თუმცა, ამჯერად მისი გამოჩენა მოულოდნელობა იყო. საქმე იმაშია, რომ 95 წლის მონარქი ცოტა ხნის წინ გამოწერეს კლინიკიდან, სადაც ის ორი დღის მანძილზე იმყოფებოდა. კლინიკიდან გამოწერის შემდეგ დედოფალი ორი კვირა არ გამოჩენილა.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ესაა პირველი გამოსვლა მას შემდგე, რაც დედოფლის ჰოსპიტალიზაციის შესახებ ინფორმაცია გახდა ცნობილი.
ფოტოებიდან ჩანს, რომ ის ფანტასტიკურად გრძნობს თავს.