LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: კოკა მორგოშიას „ვერსაჩეს“ მაისურთან ერთად ამავე ბრენდის ფეხსაცმელიც აქვს

886
ვერსაჩე~

„ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი და ჰომოფობიური განცხადებების ავტორი, კოკა მორგოშია მცირე ხნის წინ მედიის წინაშე წარდგა და ლგბტ თემის საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთა. აღსანიშნავია, რომ გეების წინააღმდეგ ის ცნობილი გეი დიზაინერის, ვერსაჩეს ბრენდის მაისურით წარდგა. ჯანი ვერსაჩე ერთ-ერთი პირველი ცნობილი სახე გახლდათ მსოფლიოში, რომელმაც ხმამაღლა და დაუფარავად ისაუბრა თავისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ.

ამ ამბის გავრცელების შემდეგ კოკა მორგოშიამ დასძინა, რომ არასდროს აქცევდა ყურადღებას დიზაინერების სექსუალურ ორიენტაციას.

ახლახან „სირცხვილაის“ წევრმა, მარიამ დოლიძემ გამოაქვეყნა კიდევ ერთი ფოტო, იმავე პრესკონფერენციიდან, სადაც ჩანს, რომ კოკა მორგოშია ბრენდის გულმხურვალე თაყვანისმცემელია და ფეხსაცმელიც „ვერსაჩესი“ აცვია.

„ალტ-ინფოს“ლიდერი ცნობილი გეი დიზაინერის მაისურით ლგბტ თემის წინააღმდეგ გამოდის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები