სუპერქარი Lamborghini Aventador-ის ისტორია სრულდება: არსებული მოდელის უკანასკნელი სპეც-ვერსია LP 780-4 Ultimae გახდა. ავტომობილის პრემიერა გასული წლის შუაში შედგა, ხოლო 2020 წლის აპრილში ბოლო ეგზემპლარი აუქციონზე გაიყიდა. უცნობმა კოლექციონერმა ლეგენდარულ სუპერქარში 1,6 მილიონი დოლარი გადაიხადა.
იტალიურმა ბრენდმა Aventador-თან გამომშვიდობება ორიგინალურად გადაწყვიტა – როდსტერი და კუპე იტალიის გზებზე სამოგზაუროდ გაუშვა. ავტომობილებმა ზღვიდან მთებამდე იარეს და ძალიან ლამაზი ვოიაჟი გამოუვიდათ.