ის დრო, როცა ყველა ჰიბრიდი მოსაწყენი და ნელი იყო, დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. ამჯერად მსგავსი აგრეგატები საკმაოდ მძლავრ და სწრაფ ავტომობილებს აქვთ. საწვავის ეკონომიის გაწევა აქ არაფერ შუაშია: ასეთი მიდგომა დინამიკური მახასიათებლების გაუმჯობესების საშუალებას იძლევა.
გასაკვირიც აღარ არის ის ფაქტი, რომ ჰიბრიდულ სისტემებს იღებენ პრემიული და ხშირად ლუქს მანქანებიც. მხოლოდ გასულ წელს ბაზარზე რამდენიმე საინტერესო ბენზინ-ელექტრონული მოდელი გამოვიდა.
ჩვენს გალერეაში თავმოყრილია სპორტული კროსოვერები და სედანები, უზარმაზარი პიკაპი და სუპერქარიც კი, რომელსაც სწორედ ჰიბრიდული ძრავა აქვს.