LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე მომწონდა პოდიუმზე ყოფნა, ახლა კი ქუჩაში ნაცნობთან შეხვედრის მეშინია“ – ლინდა ევანგელისტა წარუმატებელი პლასტიკური ოპერაციების შედეგებს გვაჩვენებს

919
page

გასული წლის შემოდგომაზე, 90-იანი წლების სუპერმოდელმა, ლინდა ევანგელისტამ საზოგადოებას გაუმხილა, თუ რა გახდა მისი გაქრობის მიზეზი. როგორც ირკვევა, მან ლიპოსაქცია გაიკეთა, რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა.

„დამამახინჯეს“! – ლინდა ევანგელისტა ამბობს, რომ ლიპოსაქციის შემდეგ მისი ცნობა შეუძლებელია 

ყოველივე ამის შემდეგ 56 წლის ლინდა პირველად გამოჩნდა, მან გამოცემა People-ს გარეკანი დაამშვენა და საკუთარ მდგომარეობაზეც გულწრფელად ისაუბრა.

„მე მომწონდა პოდიუმზე ყოფნა, ახლა კი ქუჩაში ნაცნობთან შეხვედრის მეშინია. მე ასე, მალვაში ყოფნა აღარ შემიძლია, ამიტომ გავაგრძელებ ჩემი ისტორიის მოყოლას, ვისწავლი სირთულეებთან გამკლავებას და კვლავ შევიყვარებ საკუთარ თავს“, – აცხადებს ევანგელისტა.

ცნობისთვის, ლინდამ 2015 წელს კრიოლიპოლიზის პროცედურა ჩაიტარა, რომელიც ზედმეტი ცხიმის მოყინვას ემსახურება, თუმცა ცხიმოვანმა უჯრედებმა ანომალიური ზრდა დაიწყო და შედეგად ყოფილ მოდელს სხეულზე ზედმეტი წანაზარდები გამოუვიდა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Linda Evangelista (@lindaevangelista)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები