როგორც ცნობილია, მეგან მარკლიმ ოპრა უინფრის, ტელეკომპანია „სიბიესის“ ეთერში ინტერვიუ მისცა, სადაც არაერთი სკანდალური განცხადება გააკეთა. მეგან მარკლი ბრიტანეთის სამეფო ოჯახს რასიზმსა და სიცრუეში ადანაშაულებს. მისის თქმით, სამეფო ოჯახმა ის თვითმკვლელობის ზღვარზე მიიყვანა.
მეგანის თქმით, მის ერთი წლის ვაჟს, არჩის პრინცის ტიტული კანის ფერის გამო არ მიანიჭეს. ვაჟის დაბადებამდე კი მუდმივად განიხილებოდა საკითხი, თუ რამდენად მუქი კანის ფერი შეიძლება ჰქონოდა მემკვიდრეს. მარკლიმ ისიც განაცხადა, რომ მეუღლის ძმის ცოლმა, ქეითმა ის ქორწილის წინ ატირა.
მეუღლის ნათქვამი ინტერვიუში ჰარიმაც დაადასტურა და განაცხადა, რომ იმ დროს ძალიან ცუდად გრძნობდა თავს, თუმცა მას ამაზე ღიად საუბარი არ სურს.