LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Mercedes მზად არის მიკროავტობუსი პირველ კლასად გადააქციოს

104
Mercedes მზად არის მიკროავტობუსი პირველ კლასად გადააქციოს

Mercedes-Benz აქტიურად მუშაობს ახალი თაობის მიკროავტობუსებზე – როგორც პირად, ისე კომერციულ მოდელებზე, ელექტრო და ჰიბრიდულ ვერსიებში. ისინი შექმნილია, რომ მთლიანად შეცვალონ ჩვენი წარმოდგენა მიკროავტობუსზე – Mercedes-ის სტილში.

ახალი მოდელები ბაზარზე გამოსვლას მომავალ წელს დაიწყებენ: ჯერ ევროპაში, შემდეგ კი ჩრდილოეთ ამერიკაში, ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში. წარმოდგენილი იქნება ორი ტიპის ვერსიაა: Mercedes-Benz VLE და VLS-Class.

VLE არის V-Class MPV-ის მემკვიდრე, რომელიც რვა მგზავრს იტევს და გათვლილია როგორც საოჯახო, ასევე სატრანსპორტო მანქანად – ერთგვარი E-Class მინი ავტობუსი.

VLS კი ბრენდის მიერ „Grand Limousine“-ად მოიხსენიება – ფაქტობრივად ეს არის S-Class-ის დონის ფუფუნება მიკროავტობუსში. მისი წინამორბედი იყო Vision V კონცეპტი, რომელშიც 62-დიუმიანი ეკრანი იატაკიდან ამოდიოდა და ფუტურისტული სავარძლები ჰქონდა. ასეთი მანქანები განსაკუთრებით პოპულარულია ჩინეთში, თუმცა VIP ტრანსპორტირებისთვის ამერიკაშიც იოლად შეიძლებოდა დამკვიდრება – მაგალითად, წითელ ხალიჩასთან მისასვლელად.

Mercedes-ის აღმასრულებელი დირექტორი ოლა კალენიუსი თვლის, რომ Vision V-ის მსგავსი მაღალი დონის ფუფუნების მიკროავტობუსს აშშ-ში დიდი პოტენციალი აქვს. ჯერჯერობით უცნობია, გამოვა თუ არა Maybach ვერსია, თუმცა AMG ვარიანტს Mercedes კატეგორიულად გამორიცხავს — ამ სეგმენტში სიჩქარისა და სპორტული შესრულების საჭიროებას ვერ ხედავს. ჯერ მთავარი ამოცანაა VLE და VLS მოდელების ჩრდილოეთ ამერიკაში გამოტანაა. კალენიუსის თქმით, ბაზარზე როგორც პირადი, ისე კომერციული ვერსიებიც იქნება ხელმისაწვდომი. დეტალებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ, ასევე არ არის განსაზღვრული გამოშვების ზუსტი თარიღი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები