დღე გეომაგნიტურია, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემებზე. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა, წნევის მერყეობა და ზოგადი დისკომფორტი. თუ მსგავს სიმპტომებს იგრძნობთ, ყურადღება მიაქციეთ წნევის მაჩვენებელს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ პროფილაქტიკური საშუალებები.
დღის რეკომენდაცია – ნუ გაანდობთ სხვას საიდუმლოს, მათ შორის თქვენი გეგმების შესახებ. მოერიდეთ დღეს ქორწინებას, კაპიტალდაბანდებას, საფინანსო ოპერაციების ჩატარებას, ხელშეკრულებების დადებას, პლასტიკურ ოპერაციებსა და სტომატოლოგიურ პროცედურებს. ამავდროულად, გაითვალისწინეთ, რომ პოზიტიური პერიოდია სწრაფად შესრულებადი საქმეებისთვის, ტექნიკასთან ურთიერთობისა და ახალ ადამიანებთან კონტაქტისთვის. ხელსაყრელი დროა მგზავრობის, სპორტული ღონისძიებებისა და სხვადასხვა ნივთების შესაძენად (ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო ნივთები, ავეჯი, სპორტული ინვენტარი და მჭრელი საგნები).
პარტნიორული ურთიერთობები – პარტნიორული ურთიერთობები დღეს ღრმა და ვნებიანია, თუმცა მოერიდეთ კამათს და გადამეტებულ ამბიციებს, რათა დაძაბულობა არ წარმოიქმნას.
ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება თავის არე, სისხლძარღვები, ცხვირი და გრძნობათა ორგანოები. ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა) არ არის სასურველი. სამაგიეროდ, ეფექტურია თირკმელების, ენდოკრინული სისტემისა და კანის მკურნალობა. მოერიდეთ თვალების გადაღლას, ალკოჰოლის მიღებას.
დღის მინერალები და ფერები – დადებითი კოსმიური ენერგიებისა და წარმატების მოსაზიდად გამოიყენეთ: ლალი, იაგუნდი, ძოწი, წითელი იასპი და სერდოლიკი. ტანსაცმელში, თუნდაც მცირეოდენი შტრიხებით, პრიორიტეტი მიანიჭეთ წითელ, ყვითელ, ნარინჯისფერ, ცისფერ და ლურჯ ტონებს, ეს ფერები გააძლიერებს თქვენს შანსებსა და მიმზიდველობას.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურია ლომის, სასწორის, მშვილდოსნისა და მერწყულის ნიშნით დაბადებულებისთვის. შედარებით რთული პერიოდია კუროსა და კირჩხიბებისთვის, რომელთაც მართებთ მეტი ყურადღება საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის სხვა ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.