დღე გეომაგნიტურია, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემებზე. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა, წნევის მერყეობა და ზოგადი დისკომფორტი. თუ მსგავს სიმპტომებს იგრძნობთ, ყურადღება მიაქციეთ წნევის მაჩვენებელს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ პროფილაქტიკური საშუალებები.
დღის რეკომენდაცია – ახალ საქმეებს ნუ დაიწყებთ და ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, რომელთა ალბათობაც დღეს მაღალია. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს. ასევე, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას ხვალინდელი ახალმთვარეობის წინ და ნუ აჰყვებით ცდუნებებს. ხელსაყრელი დროა დასუფთავებისათვის, უსარგებლო ნივთების მოშორებისათვის, სარემონტო სამუშაოების წარმოებისათვის, დიზაინისა და არქიტექტურისათვის. პოზიტიურია შემოქმედებითი მუშაობა, ვაჭრობა, მშენებლობა, მგზავრობა და კულტურულ-გასართობი ღონისძიებები.
პარტნიორული ურთიერთობები – პარტნიორობაში მოიმატებს ერთგულების ფაქტორი, მზრუნველობა და სიხარულის გაზიარების სურვილი.
ჯანმრთელობა – სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა და სწორი ნაწლავი – ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, დღეს არ არის სასურველი. მოერიდეთ ცივ გაზიან სასმელებს, ორპირ ქარს და კისრის მკვეთრ მოძრაობებს. არ არის რეკომენდებული ყურების გახვრეტა, ხალებისა და პაპილომების მოშორება. ეფექტურია შარდსასქესო სისტემის მკურნალობა და არომათერაპია.
დღის მინერალები – სასიკეთო კოსმიური ენერგიების მოსაზიდად გამოიყენეთ აქატი, მალაქიტი, ონიქსი, მარჯანი და გიშერი.
ზოდიაქოს ნიშნები – ყველაზე კარგია დღევანდელი დღე კუროს და კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანთათვის, შედარებით ნეგატიური და დაძაბულია ლომის, სასწორის, მშვილდოსანისა და მერწყულის ნიშანთათვის – თქვენ განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის სხვა ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების კუთხით, საშუალოა.