LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 15 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

4173
მიხეილ ცაგარელი

ვინაიდან ახალმთვარეობა ახლოვდება, მოვლენები შესაძლოა მოულოდნელად განვითარდეს. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ ახალმთავრეობის წინ კარგია – არომათერაპია, მოდუნება და ბუნებასთან კონტაქტი.

დღის რეკომენდაცია – დღეს მშვიდად უნდა დაასრულოთ ადრე დაწყებული საქმეები, თუმცა ახალ წამოწყებებს მოერიდეთ. მაღალია მოტყუების ალბათობა, ამიტომ ნებისმიერი ინფორმაცია ყურადღებით გადაამოწმეთ. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და სულსწრაფობას.  პოზიტიური პერიოდია ხელსაქმისთვის, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისთვის და პირადი ნივთების (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, პარფიუმერია, კოსმეტიკა) შესაძენად. დღე ხელსაყრელია ვაჭრობისთვის, მშენებლობისთვის, მეგობრული კონტაქტებისა და კულტურულ-გასართობი ღონისძიებებისთვის. მცენარეების მოვლა, დარგვა-გადარგვა და მორწყვა დღეს კარგ შედეგს გამოიღებს.

პარტნიორული ურთიერთობები – მოიმატებს ემოციური ფონი და უნდობლობა გარკვეული საკითხების მიმართ.

ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა (მათ შორის ფარისებრი ჯირკვალი) და სწორი ნაწლავი. ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება (უკიდურესი აუცილებლობის გარდა) არ არის სასურველი. სამაგიეროდ, ეფექტურია სასქესო სისტემის მკურნალობა, სახის კანისა და თმის კვება. კვების რაციონში უპირატესობა მიანიჭეთ რძის ნაწარმს, ბოსტნეულსა და ხილს. გაუფრთხილდით ყელს, მოერიდეთ ორპირ ქარს, კისრის მკვეთრ მოძრაობებს და ცივ, გაზიან სასმელებს. არ არის სასურველი ყურების გახვრეტა, ხალების ან პაპილომების მოშორება და გლანდების ოპერაციის გაკეთება.

დღის მინერალები და ფერები – დადებითი კოსმიური ენერგიების მოსაზიდად გამოიყენეთ: აქატი, მალაქიტი, ონიქსი, გიშერი და მარჯანი. ტანსაცმელში პრიორიტეტი მიანიჭეთ ყავისფერ, ბეჟ, ტერაკოტისფერ, ლიმონისფერ და მწვანე ტონებს – ეს ფერები გააძლიერებს თქვენს შარმს და მიმზიდველობას.

ზოდიაქოს ნიშნები – ყველაზე კარგია ეს დღე ქალწულის, მორიელის, თხის რქას და თევზების ზოდიაქოს ნიშანთათვის. შედარებით დაძაბული პერიოდია ვერძის და ტყუპებისთვის – მათ მართებთ მეტი ყურადღება საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები