LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 13 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

2377
მიხეილ ცაგარელი

დღეს მზე იმყოფება კუროს მშვიდობიან და ამავდროულად, ერთგულ ნიშანში, ხოლო მთვარე გადადის მეტად აგრესიულ, აქტიურ, ენერგიულ და უშიშარ ვერძის ნიშანში. ეს ენერგიები დღის განმავლობაში აისახება თითოეული ჩვენგანის ხასიათში, ამიტომ აკონტროლეთ ზედმეტი აგრესია, გადამეტებული სიამაყე, ამბიცია და სულსწრაფობა. მოერიდეთ კამათს.

დღის რეკომენდაცია – დაუგდეთ ყური სხვათა რჩევებს, მეტი უსმინეთ და ნაკლები ილაპარაკეთ. ნუ გაანდობთ სხვას საიდუმლოს, ამასთან, ნუ იქნებით ზედმეტად პრეტენზიული სხვათა მიმართ. თუ დარწმუნებული არ ხართ საქმის მართებულობაში, ნუ დაიწყებთ ახალ პროექტებს. მოერიდეთ საბუთებზე ხელმოწერას, კაპიტალდაბანდებებსა და სხვათა უფლებების დარღვევას. დღე კარგია სწრაფად შესრულებადი საქმეებისთვის, ტექნიკასთან ურთიერთობისთვის, ხელმძღვანელებთან კონტაქტისათვის და მგზავრობისთვის. პოზიტიური პერიოდია ნივთების შესაძენად, ბროლისა და ფაიფურის ნაკეთობების გასაწმენდად.

ჯანმრთელობა – სუსტდება თავის არე, სისხლძარღვოვანი სისტემა და გრძნობათა ორგანოები. ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება (გარდა უკიდურესი აუცილებლობისა) არ არის სასურველი. სამაგიეროდ, შედეგიანია თირკმელების, ყელის, ენდოკრინული სისტემის, კანის მკურნალობა. ნუ გადაღლით თვალებს. გაითვალისწინეთ, არ არის სასურველი დღეს სტომატოლოგიური პროცედურები და პლასტიკური ოპერაციების ჩატარება.

დღის მინერალები და ფერები – დადებითი კოსმიური ენერგიების მოსაზიდად გამოიყენეთ: ლალი, იაგუნდი, წითელი იასპი, ძოწი და ბრილიანტი. ფერებიდან, ტანსაცმელში პრიორიტეტი მიანიჭეთ წითელ, ყვითელ, ნარინჯისფერ, ლურჯ და ცისფერ ტონებს – ეს ფერები გააძლიერებს თქვენს მიმზიდველობას და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითია ვერძებისა და ტყუპებისთვის. შედარებით დაძაბული პერიოდია ქალწულის, მორიელის, თხის რქისა და თევზების ნიშნებისთვის, მათ მართებთ მეტი ყურადღება საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის სხვა ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები