„ბენიფერი“ სულ უფრო და უფრო ხშირად ხვდება პაპარაცების ობიექტივში. უქმეები ჯეი ლომ და ბენმა მალიბუს სანაპიროზე, ბენის საუკეთესო მეგობართან, მეტ დეიმონთან ერთად გაატარეს. შემდეგ წყვილი ბევერლი-ჰილსზე მდებარე რესტორანში იმყოფებოდა.
ფოტო: „მესამე ზედმეტია“ – „ბენიფერი“ და მეტ დეიმონი მალიბუს სანაპიროზე გადაიღეს
ფოტო: საოცრად ელეგანტურად ჩაცმული ბენ აფლეკი და შეუდარებელი ჯეი ლო პაემანზე გადაიღეს
ახლა კი ისინი მორიგი ოჯახური ვოიაჟის დროს გადაიღეს. 52 წლის ჯენიფერსა და 48 წლის ბენს ჯეი ლოს ქალიშვილი, 13 წლის ემმა ახლდა თან, ისინი დასავლეთ ჰოლივუდში დააფიქსირეს, როგორც ჩანს, მათი მომავალი სახლის ყიდვის პროცესში ემმაც აქტიურადაა ჩართული.