უკვე რამდენიმე თვეა ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის რომანის შესახებ გახდა ცნობილი, თუმცა მათ მიმართ ინტერესი უფრო და უფრო იმატებს.
ფოტო: საქმიანი „ბენიფერი“ – ჯეი ლო და ბენი სასიყვარულო ბუდეს ძიებაში
ჩვენ ბოლო პერიოდის განმავლობაში „ბენიფერის“ არაერთი ფოტო ვიხილეთ. ჯეი ლომ რომ შეუდარებლად გამოიყურება ყველგან და ყოველთვის, ფაქტია, თუმცა აი ბენი, როგორც ჩანს, ჩაცმულობას დიდ ყურადღებას არ უთმობს და ყოველდღიურ სამოსს ანიჭებს უპირატესობას.
თუმცა, წყვილის უკანასკნელი გამოჩენა ნამდვილად შთამბეჭდავი იყო. ისინი ბევერლი-ჰილსზე მდებარე რესტორანში იმყოფებოდნენ. 52 წლის ჯენიფერს თეთრი, ჰაეროვანი კაბა-ორეული ამშვენებდა, საოცრად ელეგანტურად გამოიყურებოდა 48 წლის ბენიც. მას თეთრ პერანგზე კრემისფერი, ტილოს პიჯაკი ჰქონდა მოცმული.