ქ. ამბროლაურში ბრატისლავა–რაჭის ქუჩის რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში დაიწყება. პროექტი გაზონებისა და ტროტუარების მოწესრიგებას, გამწვანებას, სანიაღვრე სისტემისა და განათების მოწყობას, გარკვეული ადგილების ქვაფენილით მოპირკეთებას, ახალი ღობეების მშენებლობას და სხვა დამატებით სამუშაოებს ითვალისწინებს.
პროექტის ღირებულება, პირველ ეტაპზე, 2 100 000 ლარს შეადგენს. სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება და მისი დასრულება 2022 წელს იგეგმება.
ინფორმაციას და ფოტომასალას ამბროლაურის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.