LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ნანა ჯანელიძემ ახალ ფილმში მწერალი ეკატერინე ტოგონიძე გადაიღო

936
eka

რეჟისორმა ნანა ჯანელიძემ დაასრულა ახალი, სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის გადაღებები და მონტაჟი. ამჟამად ფილმი იმყოფება ტონირების პერიოდში. აღსანიშნავია, რომ ფილმში „იარე, ლიზა” ჩართულია 2D ანიმაციის ფრაგმენტები, რაც მას მეტად უჩვეულოს ხდის.

ფილმის მთავარი გმირი ჟურნალისტი ქალია, რომელიც 25 წლის წინ რეპორტიორად მუშაობდა აფხაზეთის ომში. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ეკატერინე ტოგონიძე და ნინა ერაძე. სცენარს საფუძვლად უდევს მისი თანაავტორის – ლია ტოკლიკიშვილის გამოცდილება, რომელიც თავად მუშაობდა ომის რეპორტიორად აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს.

„იარე, ლიზა“ გადაღებულია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით იგი საქართველო-ბულგარეთის კოპროდუქციაა.

სცენარის ავტორები: ლია ტოკლიკიშვილი, ნანა ჯანელიძე;

ოპერატორი: გიორგი შველიძე;

მხატვარი: გოგი მიქელაძე;

კომპოზიტორი: მიკა მდინარაძე;

პროდიუსერი: ნანა ჯანელიძე;

კო-პროდიუსერები: დავით ისაკაძე, დობომირ ჩოჩოვი;

აღმასრულებელი პროდიუსერი: ალექსანდრე გაბედავა

საპროდიუსერო კომპანიები: „N&N სტუდია“, „Doli Media“ და „მაგნეტფილმს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g