როდესაც გვგონია, რომ რიანას ეპატაჟური ჩაცმულობა ვეღარ გაგვაოცებს, ორსული არტისტის მაინც ახერხებს მსოფლიოს ალაპარაკებას. უდავოა, ბარბადოსელი ლამაზმანი ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე ექსტრავაგანტური ორსული ვარსკვლავი.
რიანა ბოლო თვეშია – ლამაზმანმა Alaïa-ს იისფერი ორეულით გაინავარდა
ფოტო: „ივ სენ ლორანის“ მინი კაბა ბეწვით – ორსული რიანას ფანტაზიას საზღვარი არა აქვს
ფოტო: ორსული რიანას ტრიუმფალური გამოჩენა „ვალენტინოს“ კაბაში
ამჯერად 34 წლის რირიმ ლოს-ანჯელესის პრესტიჟულ რესტორანში სავახშმოდ აბრეშუმის პიჟამა მოიხდინა, რომელსაც სპორტული ფეხსაცმელი და აბრეშუმის ხალათი შეუხამა. მის „ლუქს“ ბალენსიაგას ვერცხლისფერი ჩანთა ასრულებდა, რომლის ღირებულებაც 1590 ევროს შეადგენს.