ბლოგერი ნუცა ცისკარიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს, სადაც ხევსურული თავსამკაული და ვარცხნილობა ამშვენებს.
„პირველად 10 წლის წინ ვცადე შუბლზე ხევსურულად ნაწნავების გაკეთება… დიდად არც მაშინ გამომივიდა და ვერ ახლა დავიბრალებ რომ შევძელი, მაგრამ მთავარია რომ ვცადე … რამოდენიმე დღის წინ გადაღება გვქონდა და ვჩქარობდი, ბევრი ნაწნავის წვრილად დაწვნა ვერ მოვახერხე, მაგრამ იმედია შემდეგზე უკეთ გამომივა.
ხევსური ქალის ვარცხნილობა და თავსამკაული.
ადრე ხევსური ქალები წვრილ ნაწნავებს ატარებდნენ. რაც მეტი იქნებოდა ნაწნავი, მით უკეთესი იყო. ნაწნავები წინ შუბლთან ისე უნდა შეეკრათ რომ ჯვარი გამოსახულიყო. თავზე მანდილს იხვევდნენ
მე–20 ს–ის დასაწყისიდან დაიწყეს თმის მოკლედ შეჭრა და ნაცართვლით გაყვითლება. პირველ ხანებში სათაურაზე ნაწნავები იყო მიმაგრებული რომელიც ნამდვილი თმის იერს წარმოქმნიდა. გასათხოვარი ქალები მხოლოდ სათაურას ატარებდნენ, გათხოვილები კი სათაურასთან ერთად მანდილსაც იხვევდნენ.
გლოვის დროს ქალებს ჰქონდა მანდელ–სათაურას დახურვის განსხვავებული წესი. გადმოცემით ძველ დროს თეთრ მანდილს ატარებდნენ სათაურას გარეშე. სათაურა მოგვიანებით შემოიღეს ვარცხნილობის შეცვლასთან დაკავშირებით“, – წერს ნუცა ცისკარიშვილი.
ფოტოები: „მე ზღაპარში გუშინ“ – ნუცა ცისკარიშვილი საახალწლო გადაღებიდან მორიგ კადრებს გვიზიარებს