2 თვის წინ 51 წლის ნაომი კემპბელმა საზოგადოება გააოცა. მას ქალიშვილი შეეძინა. ინსაიდერების განცხადებით, მოდელს კვერცხუჯრედები ჰქონდა გაყინული და სუროგატი დედის მომსახურებით ისარგებლა. ბევრი არაფერია ცნობილი მისი ქალიშვილის მამის შესახებ.
დაბადებიდან „გუჩი“ – 51 წლის ნაომი კემპბელი ახალშობილი ქალიშვილის ფოტოს ავრცელებს
„ბობ მარლის ვუსმენდი“ – ნაომი კემპბელი ქალიშვილის დაბადების მომენტს იხსენებს
სულ ცოტა ხნის წინ მოდელი ქალიშვილთან ერთად პირველად გამოჩნდა. ნაომი გოგონას ნიუ-იორკის ქუჩებში საბავშვო ეტლით ასეირნებდა. 51 წლის ვარსკვლავი შესანიშნავად გამოიყურებოდა. მას თეთრი პერანაგი და მწვანე ფერებში გადაწყვეტილი სპორტული შარვალი ეცვა. მის „ლუქს“ ნიუ-იორკის კეპი ასრულებდა.