LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაბადებიდან „გუჩი“ – 51 წლის ნაომი კემპბელი ახალშობილი ქალიშვილის ფოტოს ავრცელებს

278
Untitledfd

გასულ თვეს, 51 წლის ნაომი კემპბელმა საზოგადოება გააოცა. მას ქალიშვილი შეეძინა. ინსაიდერების განცხადებით, მოდელს კვერცხუჯრედები ჰქონდა გაყინული და სუროგატი დედის მომსახურებით ისარგებლა. ბევრი არაფერია ცნობილი მისი ქალიშვილის მამის შესახებ.

„მისი ვინაობა ალბათ ყველას გაგვაოცებს“ – ცნობილი გახდა ნაომი კემპბელის გასაიდუმლოებული შეყვარებულის შესახებ, ვისთან ერთადაც მოდელი ქალიშვილს გაზრდის

 „ბობ მარლის ვუსმენდი“ – ნაომი კემპბელი ქალიშვილის დაბადების მომენტს იხსენებს

სულ ცოტა ხნის წინ მოდელმა „ინსტაგრამზე“ ახალი ფოტოები გაავრცელა. მან „სთორიში“ ქალიშვილის ფეხების ფოტო ატვირთა. ახალშობილს „გუჩის“ ფაჩუჩები აცვია. ვარსკვლავმა ასევე ყვავილებიან ბაღში გადაღებული ფოტოც გაუზიარა გამომწერებს, სადაც თეთრი კაბით პოზირებს.

„არასდროს მიგრძვნია ამხელა სიყვარული, რაც უკანასკნელი კვირების განმავლობაში, დიდი მადლობა იმ სითბოსთვის, რომელიც ჩემთვის და ჩემი ქალიშვილისთვის გაიმეტეთ“, – წერს კემპბელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები