ერთ დროს ავტო სამყაროს ელექტროფიკაცია სწორედ ჰიბრიდებით დაიწყო, თუმცა დღესდღეობით ეს მოდელები ნელ-ნელა პოზიციებს თმობენ და ადგილს ელექტროქარებს უთმობენ. თუმცა, ზოგიერთ სეგმენტში „ელემენტიანი“ მანქანების მინუსები ზედმეტად კრიტიკულია. მაგალითად, დამუხტვის ხანგრძლივი პროცესი და ენერგიის სწრაფი ხარჯვა, რასაც ელექტროქარების მწარმოებლებს დიდად არ აკმაყოფილებთ.
ეკოლოგიური სტანდარტების გამკაცრება ფირმებს სხვა გამოსავალს აღარ უტოვებს და მძლავრი მოდელების ელექტროფიკაციისკენ უბიძგებს. ასეთ შემთხვევებში მთავარი არა ეკონომია, არამედ დინამიკაა.