LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Puma-მ საკულტო სპორტქარს Porsche 911 Turbo-ს განსაკუთრებული ბოტასი მიუძღვნა

135
porsche

Puma-მ ბოტასის განსაკუთრებული მოდელი საკულტო სპორტქარს Porsche 911 Turbo-ს მიუძღვნა. სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გერმანულმა მწარმოებელმა Porsche-სთან მორიგი პროექტი დააანონსა. BMW M Motorsport-თან კოლექციის გამოშვების შემდეგ Puma ტრადიციულ პარტნიორს დაუბრუნდა. ამ თანამშრომლობაში ჩაერთო ამერიკელი კალათბურთელი ლამელო ბოლიც, რომელიც ახალ ფეხსაცმელს პირველი მოირგებს. ბოტასის შექმნის შთაგონების წყარო ლეგენდარული სპორტქარი გახდა.

 სპორტული ფეხსაცმლის სერიაში ორი მოდელი შევა – საფირმო MB.03 და ნოვატორული All-Pro Nitro. ბოტასი, რომელიც კალათბურთელმა მოირგო ღია ყვითელ ფერშია შესრულებული და კონტრასტისთვის შავი დეტალებიც აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები