LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „რაღაცა მზადდება“ – ედ შირანი გულშემატკივრებს სიურპრიზით ახარებს

80
Untitledgg

მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელმა, 30 წლის ედ შირანმა გასულ წელს შემოქმედებითი პაუზა აიღო. ვარსკვლავს ქალიშვილი შეეძინა, ახლა კი 18 თვის შემდეგ არტისტი მზადაა მუსიკალურ ინდუსტრიაში დაბრუნდეს. წლის დასაწყისში ინფორმაცია გავრცელდა, რომ შირანი თავის პირველ ტრეკს, Gingerbread mix გამოუშვებს. ეს იქნება სრულიად განსხვავებული ჟანრი. შირანი დიჯეის ამპლუის მორგებას ეცდება.

ფოტო: ედ შირანი ახალშობილ ქალიშვილთან ერთად პირველად გამოჩნდა

პრემიერა: ედ შირანი დაბრუნდა – არტისტი ახალ სიმღერას The Afterglow ავრცელებს

ახლახანს კი არტისტმა „ინსტაგრამზე“ 32 მილიონ გამომწერს ახალი ფოტო გაუზიარა, სადაც ზურგით ზის და გიტარა უჭირავს ხელში.

„რაღაცა მზადდება“, – ასე დაასათაურა შირანმა ფოტო.

მუსიკოსის გულშემატკივრები სიახლით გაბედნიერდნენ.

„მოგვენატრე ედ“, „ნეტავ ალბომზე ხომ არ მუშაობს?“ – წერენ კომენტარებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები