LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Rimac-ის რობო ტაქსი, რომელსაც არც საჭე და არც პედალები არ სჭირდება

159
Rimac-ის რობო ტაქსი, რომელსაც არც საჭე და არც პედალები არ სჭირდება

ფირმა Rimac-მა საჭისა და პედალების გარეშე დაკომპლექტებული რობოტაქსი ააგო. ელექტროქარი ავტომატური მართვის სისტემა Mobileye Drive-ითაა აღჭურვილი, ასევე აუარებელი გადამცემები და კამერები აქვს.

სალონში მხოლოდ ორი სავარძელია, მუშაობის სხვადასხვა რეჟიმით, იქვეა 43 დიუმიანი პანელი, სადაც გარდა გასართობი კონტენტისა, მგზავრობის შესახებ მონაცემებიც შუქდება.

სავარაუდოდ, უპილოტო ტაქსის მომხმარებელი სპეციალური აპლიკაციის დახმარებით გამოიძახებს. ავტომობილის მოსვლამდე სასურველი ტემპერატურის, განათების და სალონში არომატის შერჩევაც კი იქნება შესაძლებელი.

რობოტიზირებული ტაქსის კომერციული ექსპლუატაცია 2026 წლიდან დაიწყება და დროთა განმავლობაში ასეთი მანქანები ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის დიდ ქალაქებში გამოჩნდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები