ანჯელინა ჯოლისა და The Weeknd-ის რომანი პრაქტიკულად დადასტურდა. 46 წლის ჯოლი და 31 წლის აბელი პაპარაცებმა პაემანზე გადაიღეს.
რომანი დადასტურდა?! – ანჯელინა ჯოლი The Weeknd-თან ერთად საჯაროდ გამოჩნდა
აღნიშნული ფოტოების გავრცელების შემდეგ, ბრედ პიტის მიმართ ინტერესი ერთი ორად გაიზარდა. 57 წლის ბრედი „ბაბილონის“ გადასაღებ მედანზე დააფიქსირეს. ის შესვენებაზე უდარდელად ყავას მიირთმევდა, მისი უდარდელი გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ, მას სულაც არ აღელვებდა ყოფილი ცოლის ირგვლივ განვითარებული მოვლენები.
პიტი განსაკუთრებულად ელეგანტურად გამოიყურებოდა, მას შავ-თეთრ ფერებში გადაწყვეტილი კლასიკური კოსტიუმი ამშვენებდა, მის დახვეწილ იმიჯს კი მუქი მზის სათვალე ასრულებდა.