მალე ჩვენ ახალ ფილმს „ბაბილონს“ ვიხილავთ, სადაც ისეთი ვარსკვლავები მონაწილეობენ, როგორებიც ბრედ პიტი, მარგო რობი და ტობი მაგუაირი არიან.
პერიოდულად გადასაღები მოედნიდან ფოტოების სერია ვრცელდება. ამჯერად გადაღებები კალიფორნიაში, სან-პედროს სანაპიროზე მიმდინარეობს. 57 წლის ბრედ პიტი ფოტოობიექტივში მაშინ მოხვდა, როდესაც სანაპიროზე ერთ-ერთ სცენას იღებდნენ.
მას ლურჯი პერანგი და ყავისფერი შარვალი ეცვა. სპეციალურად აღნიშნული როლისთვის მსახიობმა ულვაში მოუშვა, რომელიც მას საოცრად უხდება.