LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: როგორ გამოიყურება ახალი, მეოთხე თაობის Skoda Fabia

137
skodafabia

კომპანია Skoda–მ ახალი თაობის Fabia წარადგინა. მისი წინამორბედი კონვეიერზე მთელი 7 წელი გაჩერდა, ახალი Fabia კი ევროპაში უკვე ამ ზაფხულს გამოჩნდება. სიახლე ახალ პლატფორმაზე MQB-A0–ზეა აგებული, ახალი ვიზუალი და აღჭურვილობები აქვს.

ახალი Fabia წინა თაობის მოდელისგან ჰორიზონტალური ფარებით, საბარგულში დამატებითი სექციით, ასევე წინა ოპტიკის გაფორმებითა და რადიატორის ბადით განსხვავდება.

ახალი პლატფორმის დამსახურებუთ, მოდელი ბევრად უფრო ტევადი გახდა, გაიზარდა საბარგულის სათავსოც და 330 ლიტრის ნაცვლად 380 გახდა.

რაც შეეხება სალონს, ძველ ოფციებს ახალი მულტიმედიური სისტემა, 6 უსაფრთხოების ბალიში და სტაბილიზაციის სისტემა დაემატა. გაუმჯობესებულ ვერსიას საჭისა და საქარე მინის გათბობა, პანორამული სახურავი, ორზონიანი კლიმატ–კონტროლი და ადაპტირებული კრუიზ–კონტროლი ექნება.

მეოთხე თაობის Skoda Fabia ევროპულ ბაზარზე მხოლოდ ბენზინის ძრავით გამოვა, მოდელს ელექტრონული ან ჰიბრიდული ვერსია არ ექნება.

გაყიდვები 2021 წლის ზაფხულიდან დაიწყება და ფასებიც მოგვიანებით გახდება ცნობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g