LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: როგორ გამოიყურება ახალი Toyota Corolla

106
როგორ გამოიყურება ახალი Toyota Corolla

Toyota-მ წარმოადგინა ახალი სედანის Corolla-ს კონცეფტი, რომელიც ოფიციალურად  Japan Mobility Show 2025-ზე წარდგება.

სიახლე ცოტათი 12-ე თაობის Corolla-ს ჰგავს. დიზაინში გამოირჩევა მკაფიო ხაზები და პროპორციები, რაც თითქოს ელექტრომობილებისთვის უფროა შესაფერისი. Toyota-მ მსგავსი ვიზუალი უკვე გამოიყენა Prius-ის ამჟამინდელ თაობაში და bZ სერიის მოდელებში.

დიზაინს რაც შეეხება – პრიუსმა დიდი ზომის დისკები მიიღო, უკანა ნაწილში კი მოთავსებულია მოძრავი სპოილერი.

სალონის კონცეფტი ძალიან მინიმალისტურია.

ცენტრალური დისპლეი არ არის სტანდარტულ ადგილზე, ის გადატანილია მგზავრის მხარეს.

მძღოლის მხარეს განთავსებულია – ციფრული დაფა, საჭის ორივე მხარეს ორი მუხრუჭი, რომელთა საშუალებით, სავარაუდოდ, ავტომობილის ფუნქციების მართვა იქნება შესაძლებელი.

ტექნიკური დეტალები ჯერჯერობით უცნობია, სავარაუდოდ მათ ოფიციალურ პრეზენტაციაზე წარადგენენ.

დებიუტის ზუსტი თარიღი უცნობია. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ახალი Corolla 2026 წელს გამოჩნდება, რადგან მიმდინარე თაობა 2018 წელს გამოვიდა და 2022-ში განახლდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები