პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცი სულ მალე დასრულდება.
მიმდინარე სამუშაოების შესახებ დღეს პირდაპირ ეთერში კახა კალაძემ ისაუბრა.
მისი თქმით, ეს ტერიტორია იქნება უფრო მწვანე და უფრო მაგარი.
რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ტერიტორია განახლდება სრულად, მათ შორის, მიწისქვეშა კომუნიკაციები, სადრენაჟო სისტემები და თბოიზოლაცია. მერი ამბობს, რომ სამუშაოს ფარგლებში არსებული ქვის ფილები სპეციალური ინსტრუმენტებით გასუფთავდა და მოწესრიგდა. ამუშავდება შადრევნები, რომლის აგრეგატებიც აღარ მუშაობდა.
“დაირგვება ახალი ხე-მცენარეები, სპეციალური თარგის შესაბამისად,” – აცხადებს კალაძე.
თბილისის მერი ამბობს, რომ ამ ტერიტორიაზე სარებილიტაციო სამუშაოები პანდემიის გამო შეფერხდა და პროექტი ივლისის ბოლოს, მაქსიმუმ აგვისტოს დასაწყისში დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შენობის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 22 იანვარს დაიწყო.
https://www.facebook.com/watch/?v=301760207611388