10 მარტს მსახიობ, შერონ სტოუნს 63 წელი შეუსრულდა. ვარსკვლავმა უამრავი მილოცვა მიიღო, თუმცა საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მაიკლ დუგლასის მილოცვამ მიიქცია.
76 წლის მსახიობმა შერონ სტოუნთან გადაღებული ერთობლივი ფოტო გაავრცელა.
„დაბადების დღეს გილოცავ ჩემო კოლეგავ ძირითად ინსტინქტში, იმედი მაქვს, საოცრად ატარებ დაბადების დღეს“, – წერს დუგლასი.
შეგახსენებთ, კრიმინალური დრამა „ძირითადი ინსტინქტი“ ეკრანებზე 1992 წელს გამოვიდა, ფილმმა შერონ სტოუნს არნახული წარმატება და პოპულარობა მოუტანა.