LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: საბურთალოზე ორი 5 სართულიანი ვილა იყიდება, სახურავზე აუზებით და პანორამული ლიფტებით

244
9-552f89f1-c0ac-4091-8b86-d38849714dd6

საბურთალოზე, პრესტიჟულ ადგილას – საირმის გორაზე იყიდება SAIRME VILLA RESIDENCE-ის ორი 5 სართულიანი, სარკისებურად განლაგებული ვილა. ინფორმაცია გასაყიდი უძრავი ქონების შესახებ „სიტყვა და საქმეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოჩნდა.

არსებული ინფორმაციით, თვითოეული სახლის ფართია 765 კვ/მ, საიდანაც ვერანდებისა და აივნების ფართი შეადგენს 180 კვ/მს, ხოლო დახურული სივრცე – 585 კვ/მს. შესაბამისად, ორივე სახლის საერთო ფართია ორმაგი, ანუ 1530 კვ/მ. მიწის საერთო ფართობია 700 კვ/მ.

„ამჟამად მიმდინარეობს რემონტი და სურვილის შემთხვევაში დამთავრდება 3 თვის ვადაში. პროექტით გათვალისწინებულია 6 ავტოსადგომი, ხოლო უკანა მხარეს მყუდრო გამწვანებული ეზო ხედებით. შესაძლებელია ორივე ვილის ერთად, ან ცალ-ცალკე შეძენა, შესაბამისად, როგორც ერთიანი ან გაერთიანებული, ასევე ინდივიდუალური დაგეგმარებითა და უმაღლესი ხარისხის რემონტით (ასევე თეთრი კარკასის სახით).

ორივე სახლში ცალ-ცალკე გათვალისწინებულია პანორამული ლიფტები, სახურავის ტერასებზე აუზები საუკეთესო ხედებით ქალაქზე. შენობები მოპირკეთებულია ტრავერტინის ქვით, ჩასმულია პანორამული სლაიდ იზოალუმინის კარ-ფანჯარა, ნაშენებია ბედეგის ენერგოეფექტური ბლოკით, ყველა ოთახს გააჩნია ინდივიდუალური ვინტილაცია, დაცულია სახანძრო უსაფრთხოების ყველა წესი ხანძარსაწინააღმდეგო სენსორების ჩათვლით, ელექტრობა გაყვანილია თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. შენობა გათვლილია 8 ბალიან მიწისძვრაზე და სხვა მრავალი“, – წერია განცხადებაში.

ამჟამად ორივე ვილა ერთად გატიხრულია 28 (ანუ 14-14) ოთახად, საიდანაც 14 (ანუ 7-7) საძინებელია. ყველა ოთახს და მათ შორის, სველ წერტილებს აქვს დიდი ზომის აივნები. თვითოეულ სახლს გააჩნია 2 სამზარეულო, ტექნიკური ოთახები, სამრეცხაოები, გასართობი დარბაზები, საგარდერობოები, კაბინეტები და სხვა.

ფასი: 2 600 000 დოლარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები