წარმოდგენილია განახლებული Lamborghini Diablo, რომლის ფასიც 1,2 მილიონი ევროა. მანქანის დიზაინზე კარლო ბორომეო მუშაობდა, სპეციალისტი რომელიც elta Futurista-ს და Project Rekall-ს ექსტერიერების ავტორია. სუპერქარმა ორიგინალური ვიზუალი, რეტრო ფუტურისტული სალონი და მოდერნიზებული ძრავა V12 მიიღო, აგრეგატი რომლის სიმძლავრეც 550 ცხენის ძალაა. სპორტქარი პირველ 100 კმ-მდე ზუსტად 3,5 წამში ჩქარდება.
მოდელის ტირაჟი 19 ეგზემპლარს შეადგენს. თითოეულის ფასი 1,2 მილიონი ევროდან დაიწყება და ფუნქციებისა თუ ოფციების მიხედვით გაიზრდება.