LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: სამეფო ტახტის მემკვიდრე, უსაყვარლესი პრინცი ჯორჯი 7 წლის გახდა

104
princgeorgenewsjl

დღეს ბრიტანეთის სამეფო ტახტის მემკვიდრე, პრინცი ჯორჯი 7 წლის გახდა. ამ დღესთან დაკავშირებით სამეფო ოჯახის ოფიციალურ გვერდზე პატარა პრინცის ახალი ფოტოები გამოქვეყნდა. ფოტოები ტრადიციულად, ანმერ-ჰოლშია გადაღებული და მათი ავტორი ქეით მიდლტონია. პრინცი ულიამისა და ქეითის უფროსი ვაჟი ახალ ფოტოებზე ძალიან შეცვლილია და საოცრად ჰგავს მამას.

წელს პანდემიის გამო დაბადების დღის აღნიშვნაზე სამეფო ოჯახმა  უარი თქვა. ცნობილია, რომ პრინცი უილიამისა და ქეით მიდლტონის შვილები ჯანსაღი ცხოვრების წესს იცავენ და მხოლოდ დიეტური საკვებით იკვებებიან. წელიწადში ერთხელ კი, დაბადების დღეზე მათთვის ტკბილეული დასაშვებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები