ამ Ferrari 12 cilindri-ს ყიდვა მსუბუქი ავტომობილის ფასად იყო შესაძლებელი, თუმცა არის ერთი ნიუანსი. საქმე ისაა, რომ ავტომობილი 1:8 მასშტაბშია შესრულებული ანუ სათამაშოა და 18 ათასი დოლარი ღირს. ამავე ფასად შესაძლებელია აშშ-ში მაგალითად Mitsubishi Mirage-ის ყიდვა. რაც შეეხება ნამდვილ Ferrari 12Cilindri-ს, მისი ფასი მინიმუმ 500 ათასი დოლარია.
სპორტქარის მცირე ვერსიის შექმნაზე ბრიტანული კომპანია Amalgam-ია პასუხისმგებელი. ექსტერიერი და ინტერიერი მინიმალურ დეტალებში მთელი სიზუსტითაა შესრულებული და ამ ყველაფერს 3 ათასზე მეტი საათი დასჭირდა. ძარა ორიგინალურ წითელ ფერში Rosso Imola-ში გადაწყდა, ხოლო სალონი ცისფერ Blu Steling-ში შეღებეს. უპატარავეს ციფრულ ეკრანზე გამოსახული ინფორმაციაც მშვენივრად იკითხება და კარებზე პატარა საკეტებია განთავსებული.