ზოგჯერ ტუნინგი ძალიან შეუფერებელი და უაზრობაც კია, ნაკლებად ჰარმონიული და ძალიან უშნო. ზოგჯერ ტუნერები სრულიად გაურკვეველ გადაწყვეტილებებს იღებენ, ქმნიან მოდელებს რომლებსაც ისეთ დეტალებს ამატებენ, რომელთა დანიშნულებაც თავადაც არ იციან. სიტყვა tuning ინგლისურად ითარგმნება როგორც „აწყობა, მომართვა“. ანუ გარკვეულწილად გაუმჯობესება და არა გაუარესება, როგორც დღეს ბევრ ტუნერს ემართება.
ტუნინგის საუკეთესო მაგალითია Alpina-ს პროდუქცია. კომპანია შექმნილია წამყვანი სპეციალისტების მიერ და BMW-ს ოფიციალურ სტატუსსაც ატარებს.