LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „სიყვარულს ასაკი არ აქვს“ – როგორ მიულოცა მალხაზ ქვრივიშვილს მეუღლემ დაბადების დღე

322
თუნა ფეიქრიშვილი

თეატრისა და კინოს მსახიობმა, მალხაზ ქვრივიშვილმა 13 აგვისტოს დაბადების დღე იზეიმა – მსახიობი 62 წლის გახდა.

მალხაზ ქვრივიშვილმა იუბილე ოჯახის გარემოცვაში აღნიშნა. მსახიობის მეუღლემ, თუნა ფეიქრიშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც საუბრობს, თუ როგორ დაგეგმა მეუღლის დაბადების დღის სიურპრიზი და როგორ მიულოცეს მას დაბადების დღე.

ვიდეო: „ჩემს ყველაზე კეთილს, საყვარელს და ადამიანს გაუმარჯოს, მადლობა უფალს ასეთი საჩუქრისთვის“ – მალხაზ ქვრივიშვილს ცოლ-შვილმა დაბადების დღე განსაკუთრებულად მიულოცა

„4 წელია რაც მთაში ვართ და მახოს დაბადების დღის გადახდა აქ უწევს. მთაში ტორტი და სიურპრიზები რთულია, თუმცა ვახერხებთ ხოლმე. ტორტი ჩემს შვილს თბილისიდან ჩამოვატანინე, ველოდებით 12 საათს, რომ გავახაროთ და გავახალისოთ“, – ამბობს თუნა ფეიქრიშვილი ვიდეოში.

მოგვიანებით თუნა ფეიქრიშვილმა სოციალურ ქსელში კიდევ ერთი კადრი გამოაქვეყნა და დაწერა:

„სიყვარულს ასაკი არ აქვს“.

მალხაზ ქვრივიშვილი: „საზღვარგარეთ წასვლა რომ გამერისკა, შეიძლებოდა, უკეთესი ცხოვრება მიმეღო, მაგრამ ადამიანი შენს თავზე მაღლა ვერ ახტები“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g