LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: თბილისი-რუსთავის “მარშუტკაში” წესებს არ იცავენ და ისევ “ჩამატებული” სკამებს იყენებენ

671
unnamed (38)

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მოხსნასთან ერთად რამდენიმე შეზღუდვა გაუქმდა, თუმცა მთავარი რეკომენდაცია პირბადის ტარებასა და სოციალური დისტანციის დაცვის შესახებ, კვლავ ძალაში რჩება. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა 29 მაისს განახლდა, სადაც წესების კონტროლი მიმდინარეობს.

თუმცა, სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მგზავრების გადაყვანის დროს რუსთავში დადგენილი წესების უხეში დარღვევა ფიქსირდება, მათ შორის ე.წ. ჩასამატებელი სკამების გამოყენებასთან დაკავშირებით. ინფორმაციას “რუსთავის ტრანსპორტის” სოციალურ გვერდზე ავრცელებს ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტი.

“გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილის-რუსთავის ტრანსპორტში არ იცავენ საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს და “ჩამატებული” სკამებზე კვლავ აჯენენ მგზავრებს. ამ და სხვა პრობლემებთან დაკავშირებით სამოქალაქო აქტივისტები, რუსთავის ტრანსპორტის განყოფილებას, ინტერტრანსს და რუსთავის ავტოტრანსპორტის საწარმოს ვესტუმრეთ ინფორმაციის შესაგროვებლად. მერიაში გვითხრეს, რომ მიმდინარეობს მონიტორინგი და თუ მგზავრები რეკომენდაციების დარღვევას შეესწრებიან, უმჯობესია გადაიღონ ტრანსპორტის ნომერი ან უბრალოდ დაიმახსოვრონ, რადგან რეაგირება მოჰყვეს. ინტერტრანსში დაინტერესდნენ თუ რომელ ლოტზე დაფიქსირდა დარღვევა და გავცვალეთ ინფორმაცია. აქტივისტემა დავაფიქსირეთ მოთხოვნა, რომ ყველა M2 ტიპის ავტობუსში უნდა მოხდეს დემონტაჟი გადმოსაშლელი სკამების და უახლოეს მომავალში განვახორციელებთ მონიტორინს, თუ რამდენად იცავენ პრემიერის რეკომენდაციებს”, – წერს გივი შანიძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g