თბილისში დაპირისპირების რამდენიმე კერაა.
„ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები სხვადასხვა ლოკაციაზე იმყოფებიან, მათ შორის ქაშუეთის ტაძართან, პარლამენტთან, ფილარმონიასთან, „სირცხვილიას“ ოფისთან“, „თბილისი პრაიდის“ ოფისთან, მრგვალ ბაღთან…
„ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები უპირისპირდებიან როგორც პრაიდის მომხრეებს, ისე მედიის წარმომადგენლებს.
ყველა ლოკაციაზე იმყოფებიან სამართალდამცველები, თუმცა მცირე რაოდენობით, რის გამოც პოლიციას დაპირისპირების პრევენცია უჭირს.
ფოტოები: “ინტერპრესნიუსი”
ფოტორეპორტაჟის ავტორები არიან “ინტერპრესნიუსის” ფოტოკორესპონდენტები გიორგი ნიკოლიშვილი და გიორგი ჟამერაშვილი.