LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ტომ ჰარდი „ნეტფლიქსის“ ახალ დეტექტივში ითამაშებს

255
page

ახლახანს ინფორმაცია გავრცელდა, რომ „ნეტფლიქსის“ ახალ ფილმში მთავარ როლს ტომ ჰარდი შეასრულებს. „ნგრევა“ (Havoc) ასე ერქმევა ფილმს, რომელშიც ჰარდი დეტექტივის როლს მოირგებს და გატაცებული შვილის გადარჩენას შეეცდება.

ფილმის რეჟისორი გარეტ ევანსი იქნება. ფილმში ჰარდთან ერთად ბილ სკარსგარდი, პიტ დევიდსონი, სტივენ ჯეიმსი და ეშტონ სანდერსიც გამოჩნდებიან.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაიწყება გადაღებები, თუმცა დასავლური მედია უკვე წერს იმის შესახებ, რომ შესაძლოა ტომ ჰარდის ახალმა გმირმა ყველა თქვენი საყვარელი დეტექტივი დაჩრდილოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები